Çerez Politikası

Şişecam, internet sitesinde kullanıcılarına daha iyi bir hizmet sunmak için çerezler kullanmaktadır. Çerez Politikamız hakkında daha fazla bilgi için buraya tıklayın.

Cookie Policy

Şişecam uses cookies on its website to provide better services to its users. Please click here for more information on our Cookie Policy.

ქუქი-ფაილების პოლიტიკა

იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა მისმა მომხმარებლებმა უკეთესი გამოცილება მიიღონ მის ვებ-გვერდზე. დააჭირეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესახებ.

Политика в отношении файлов cookie

Şişecam использует файлы cookie, чтобы пользователи могли комфортно посещать наш сайт. Нажмите сюда , чтобы ознакомиться с Политикой в отношении файлов cookie.

GE

დიზაინის ცენტრი

2006 წლიდან „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფის პროდუქციის დიზაინის ცენტრი მინის ტარის წარმოებაში ინოვაციული და კრეატიული მიდგომითა და პროდუქციის ორიგინალური დიზაინით მსოფლიოსა და თურქეთში მომხმარებლისა და ფირმების განსხვავებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ინდუსტრიული დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, თავსახურისა და დაფარვის ტექნოლოგიების დონეზე განხორციელებული სამუშაოებით, რომლის საბოლოო სამიზნეს მომხმარებელი წარმოადგენს, „შიშაჯამის“ მინის ტარის ჯგუფი ინოვაციის მსურველ კლიენტებს დიზაინის ეტაპზეც პარტნიორობას უწევს. დიდმა გუნდმა, რომელშიც შედიან ინდუსტრიული დიზაინერები, ინჟინრები და სპეციალისტები, ერთობლივი მუშაობითა და მინის ტარის ინოვაციური და კრეატიული დიზაინით, რაც ამ სფეროში საფუძვლიანი გამოცდილების ნაყოფია, დღემდე ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე არაერთ წარმატებას მიაღწია.

9 წელიწადში 56 ჯილდო

დიზაინის ცენტრის მიზანია კლიენტებისთვის ისეთი ნამუშევრის შეთავაზება, რომელიც წარმატებას მიაღწევს ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე. შესაფუთი მასალების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) მიერ მოწყობილ მსოფლიო კონკურსზე, ასევე აზიის შესაფუთი მასალების ფედერაციის (APF) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული ჯილდოები საამაყოა „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფისთვის, როგორც მარკის მფლობელი, მწარმოებელი და დიზაინერი ფირმისთვის. დიზაინის ცენტრმა 9 წელიწადში 56 ჯილდო დაიმსახურა და ამ სფეროში მყარი პოზიცია დაიმკვიდრა.

უნივერსიტეტსა და წარმოებას შორის თანამშრომლობის პროექტი

2004 წელს „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფის მიერ მინის ტარის დიზაინის საკითხში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული პროდუქციის დიზაინის განყოფილებასთან დაწყებული თანამშრომლობა მომდევნო წლებში სხვა უნივერსიტეტების ინდუსტრიული პროდუქციის დიზაინის განყოფილებებთან ერთობლივი მუშაობით გაგრძელდა და ტრადიციად იქცა.

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მთავარი მიზანია დიზაინის განყოფილების სტუდენტებისთვის მინის ტარის მომხიბვლელი სამყაროს გაცნობა, კრეატიული, ორიგინალური, ფუნქციონალური, ახალი დიზაინის პროდუქტის წარმოება და დიზაინერის პორტფოლიოს შექმნა. პროექტით განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში სტუდენტები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა საკითხებზე და ეძლევათ შესაძლებლობა, დაწვრილებით შეისწავლონ ქარხანაში მინის ტარის წარმოება.

უნივერსიტეტები, რომლებთანაც გრძელდება თანამშრომლობა:

  • სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი
  • ანატოლიის უნივერსიტეტი
  • მიმარ სინანის უნივერსიტეტი
  • იზმირის ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი
  • უნივერსიტეტი „ოკანი“
  • უნივერსიტეტი „ბილგი“

ახალი პროდუქციის განვითარების პროექტები

დიზაინის ცენტრი ახალი პროდუქციის განვითარების პროექტებით იღებს პატენტს და სხვადასხვა სისტემის დიზაინით ერთი მხრივ, აფართოებს არსებულ ბაზარს, ამავდროულად ახალ ბაზარს ქმნის. ახალი პროდუქციის შემუშავების პროექტებით, რომელიც ჩვენი კლიენტებისა და ჩვენი კომპანიისთვის უზრუნველყოფს მზარდ შემოსავალს, ჩვენი მიზანია ინოვაციული პროდუქციის დიზაინით ბაზრის განვითარება.

თავსახური Twist Off ორმაგი ხრახნით

ეს ინოვაციური იდეა მსოფლიოში პირველად დაინერგა. ორი ყალიბის ნაცვლად გამოიყენება ერთი ყალიბი, რაც წარმოადგენს ეკონომიურ გადაწყვეტას კლიენტთა საჭიროებების შესაბამისად.

Funny Finish

კონცეფცია „Funny Finish“ ბოთლის პირთან გულის ან ყვავილის ფორმის ფიგურის გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სიახლე შეიქმნა შემდეგი მიდგომის პასუხად - „ფორმასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო“.

ზეითუნის ზეთის ბოთლი პულვერიზატორიანი თავსახურით

ამ დიზაინის მეშვეობით შესაძლებელია ზეითუნის ზეთის გამოყენება სუფრაზე ერთჯერადი ბოთლით, ასევე საწარმოო ხაზზე ყოველგვარი ცვლილების გარეშე შესაძლებელია ზეთის ბოთლში ჩამოსხმა.

Petite

„Petite“ ფლაკონზე პროდუქციის სახელწოდების, ლოგოსა და მსგავი დეტალების გამოყენებით კომუნიკაციის განსხვავებული სფერო შეიქმნა, შემდგომ ეტაპზე კი ბოთლი ფრთების მსგავსი ორნამენტით ვიზუალურად გამდიდრდა. ​