ძვირფასო სტუმარო (შემდგომში «„თქვენ“ ან «მომხმარებელი»),
ეს ვებსაიტი, camambalaj.sisecam.com, (შემდგომში „ვებსაიტი“) ეკუთვნის T. Şişe ve Cam Fabrikaları A.Ş.-ს, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: İçmeler Mah. D-100 კარაიულუს ქუჩა. No: ტუზლა 44 ა, სტამბოლი /თურქეთი (შემდგომში „ჩვენ“ ან „კომპანია“).
ვინაიდან ჩვენი ვებსაიტი იყენებს ეგრეთ წოდებულ „ქუქი-ფაილებს“ სხვადასხვა მიზნებისათვის, ამ ქუქი-ფაილების წესებში განმარტებულია, თუ რა არის ქუქი-ფაილები და როგორ ხდება მათი გამოყენება ვებსაიტზე. წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკაში განმარტებულია, თუ როგორ ვაგროვებთ ასეთ მონაცემებს, რა მიზნებისთვის და რა უფლებები გაქვთ თქვენ.
ზოგიერთი ქუქი-ფაილები (ე.წ. პირველი მხარის ქუქი-ფაილები) ინახება უშუალოდ ჩვენს მიერ. ამგვარი ქუქი-ფაილების საშუალებით კომპანია აგროვებს და ამუშავებს თქვენს პირად მონაცემებს. სხვა ქუქი-ფაილები (ე.წ. მესამე მხარის ქუქი-ფაილები) ინახება მესამე პირების მიერ.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქუქი-ფაილების ეს პოლიტიკა და ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.
ა. რა არის ქუქი-ფაილები და რისთვის გამოიყენება ისინი.
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც მომხმარებლის მიერ მონახულებული ვებ-გვერდები უშუალოდ აგზავნის მის ტერმინალში (ჩვეულებრივ ბრაუზერში). ასეთი ქუქი-ფაილები ინახება მომხმარებლის ტერმინალში, რათა განმეორებით გადაიგზავნოს იმავე ვებ-გვერდებზე, როდესაც მომხმარებელი ხელახლა განახორციელებს მათზე წვდომას (ე.წ. პირველი მხარის ქუქი-ფაილები). ვებსაიტის დათვალიერებისას მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს თავის ტერმინალზე სხვადასხვა ვებსაიტების ან ვებ-სერვერების ქუქი-ფაილები (ე.წ. მესამე მხარის ქუქი-ფაილები); ეს ხდება იმიტომ, რომ მონახულებული ვებსაიტები შეიცავს ელემენტებს, როგორიცაა სურათები, რუკები, ხმები, სხვა ვებ-გვერდების სპეციფიკური ბმულები, რომლებიც განთავსებულია მოთხოვნილი ვებსაიტის ჰოსტისგან განსხვავებულ სერვერზეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ქუქი-ფაილები, რომლებიც განთავსებულია მომხმარებლის მიერ გამოყენებული ვებსაიტისგან განსხვავებულ ვებ-გვერდზე.
ქუქი-ფაილები შეიძლება შემოიფარგლოს დათვალიერების ერთი სესიით (ე.წ. სესიის ქუქი-ფაილები) და, ასეთ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ითიშება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ბრაუზერს ხურავს. ზოგიერთ სხვა ქუქი-ფაილს შეიძლება ჰქონდეს წინასწარ დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და ამ შემთხვევაში, ისინი შენახული და აქტიური დარჩება მომხმარებლის მყარ დისკზე ამ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ხოლო ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება მომდევნო სესიებისასაც (ე.წ. მუდმივი ქუქი-ფაილები).
ქუქი-ფაილები გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ეწვიოს ვებსაიტს და გამოიყენოს მისი ფუნქციები (ე.წ. ტექნიკური ქუქი-ფაილები). ზოგიერთი სხვა ქუქი-ფაილის გამოყენება ხდება აგრეგირებული ან არააგრეგირებული ფორმით იმ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მიზნით, რომლებიც ახორციელებენ ვებსაიტზე წვდომას და ვებსაიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ე.წ. მონიტორინგის ან ანალიტიკური ქუქი-ფაილები). დაბოლოს, სხვა ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლის პროფილის თვალყურის დევნისთვის და ვებ-გვერდზე რეკლამირების მიზნით ისე, რომ რეკლამა შეესაბამებოდეს თქვენს ინტერესებს (ე.წ. პროფილური ქუქი-ფაილები).
ვებსაიტი იყენებს მხოლოდ ტექნიკურ ქუქი-ფაილებს და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს და არ იყენებს პროფილურ ქუქი-ფაილებს.
ამ კატეგორიის ქუქი-ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, განაგრძოთ წინამდებარე ქუქი-ფაილების შესახებ პოლიტიკის კითხვა. შეიტყვეთ, თუ როგორ მუშაობს და რისთვის გამოიყენება ისინი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთეთ მათი გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემისას.
B. ტექნიკური ქუქი-ფაილები
ტექნიკური ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ საშუალება მისცეს მომხმარებელს ეწვიოს ვებსაიტს და გამოიყენოს მისი მახასიათებლები. ეს ქუქი-ფაილები ყოველთვის წარმოადგენს პირველი მხარის ქუქი-ფაილებს, რადგან ისინი პირდაპირ ჩვენს მიერ ინახება ვებსაიტის საშუალებით.
ზოგიერთი ტექნიკური ქუქი-ფაილი აუცილებელია მომხმარებლის მიერ ოპტიმიზირებული გამოცდილების მისაღებად ან ვებსაიტზე თქვენი ავტორიზაციის დასაშვებად, მაგ. ვებსაიტზე რამის შეძენა ან თქვენს პირად სივრცეზე წვდომა (ე.წ. სანავიგაციო ქუქი-ფაილები). ჩვეულებრივ, სანავიგაციო ქუქი-ფაილები წარმოადგენს სესიის ქუქი-ფაილებს და, შესაბამისად, ინტერნეტ ბრაუზერის დახურვის შემდეგ, ისინი ავტომატურად ითიშება.
სხვა ტექნიკური ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეინახოს თავისი პრეფერენციები (მაგ. ენა ან წარმოშობის ქვეყანა) ყოველ ჯერზე ამ პარამეტრების გადატვირთვის გარეშე ვებსაიტის მონახულებისას (ე.წ. ფუნქციონალური ქუქი-ფაილები). ამ მიზეზით, ფუნქციონალური ქუქი-ფაილები ხშირად მუდმივი ქუქი-ფაილებია, რადგან ისინი თქვენს კომპიუტერში ინახება თქვენი ინტერესის ბრაუზერის დახურვის შემდეგაც, შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე ან თქვენი ბრაუზრიდან მათ წაშლამდე.
ვებ-გვერდზე ამჟამად გამოიყენება შემდეგი ტექნიკური ქუქი-ფაილები:
ქუქი-ფაილის დასახელება | ქუქი-ფაილის ფუნქცია | ხანდაზმულობის ვადა |
---|
sisecamcamambalaj_cookie | ის გამოიყენება დახურვის შემდეგ ქუქი-ფაილების ფანჯრის ხელახლა გახსნის თავიდან ასაცილებლად. | როდესაც ბრაუზერის სესია დასრულდება. |
WSS_FullScreenMode | ეს არის მაიქროსოფთ შეარ ფოინთის (Microsoft SharePoint) ქუქი-ფაილის პროგრამა შიდა გამოყენებისათვის, რომელიც მიუთითებს, არის თუ არა გვერდი ნაჩვენები სრული ეკრანის რეჟიმში. ამ ქუქი-ფაილს ხანდაზმულობის ვადა ეწურება, როდესაც ბრაუზერს დახურავთ. | როდესაც ბრაუზერის სესია დასრულდება. |
ASP.NET_SessionId | „ASP. NET_SessionId“ ინახავს „სესიის საიდენტიფიკაციო მონაცემს (Session ID)“, რომელსაც მაიქროსოფთი (Microsoft) იყენებს. NET Framework ვებსაიტების ვიზიტორისთვის მიწოდებისთვის. ამ ქუქი-ფაილებს ხანდაზმულობის ვადა ეწურება სესიების ბოლოს, როდესაც ვიზიტორი გადადის სხვა ვებსაიტზე ან ხურავს ბრაუზერის ფანჯარას. | როდესაც ბრაუზერის სესია დასრულდება. |
SearchSession | შეარფოინთის (Sharepoint) მიერ დამატებული, იგი ინახავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ძიების შედეგებთან. | როდესაც ბრაუზერის სესია დასრულდება. |
როგორც ეს გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის მოქმედი კანონმდებლობით, თქვენი წინასწარი თანხმობა ამ ქუქი-ფაილების დაყენებაზე არ არის საჭირო. ცხადია, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება ტექნიკური ქუქი-ფაილების დაბლოკვის შესახებ, თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით (ამის შესასწავლად, გთხოვთ, გაეცნოთ D, n1 აბზაცს). თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტექნიკური ქუქი-ფაილების დაბლოკვით ან ამ ქუქი-ფაილების წაშლით, ვებსაიტზე შესვლის შესაძლებლობა, მისი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება, კონკრეტული მახასიათებლების ჩართვა/გამორთვა ან კონკრეტული სერვისების მიღება შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეუძლებელი გახდეს.
გ. ქუქი-ფაილების ან „ანალიტიკის“ მონიტორინგი
Analytics-ის ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიიტზე იმ მიზნით, რომ მოხდეს სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება ვებსაიტზე შესული მომხმარებლების რაოდენობისა და ვებსაიტის მონახულების შესახებ, იქნება ეს აგრეგირებული ფორმით თუ სხვაგვარად.
ამ ვებსაიტის ანალიტიკური ქუქი-ფაილები წარმოადგენს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს, რადგან მათ არ მართავს უშუალოდ კომპანია, არამედ შესაბამისი მესამე პირები.
მესამე მხარის ანალიტიკური ქუქი-ფაილები დაინსტალირდება ვებსაიტზე მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რადგან ეს ქუქი-ფაილები ანონიმური არ არის და, შესაბამისად, სხვა მესამე პირებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა არააგრეგრირებულ ანალიტიკურ მონაცემებზე IP მისამართის დონეზე (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით, მესამე მხარეებმა შეიძლება თეორიულად განახორციელონ თქვენი იდენტიფიცირება IP მისამართის საშუალებით). მესამე მხარის ანალიტიკური ქუქი-ფაილები, რომლებიც გამოიყენება ამ ვებ-გვერდზე, მოიცავს:
ქუქი-ფაილის დასახელება | ქუქი-ფაილის კატეგორია | ინსტრუქცია უარის თქმის შესახებ |
---|
_ga | Google Analytics-ის ქუქი-ფაილები | Google Analytics-ის კონფიგურირება უნდა მოხდეს უარის თქმის სცენარზე, რომელსაც Google განსაზღვრავს |
_gat_gtag_UA_37312644_1 | Google Analytics-ის ქუქი-ფაილები | Google Analytics-ის კონფიგურირება უნდა მოხდეს უარის თქმის სცენარზე, რომელსაც Google განსაზღვრავს |
_gid | Google Analytics-ის ქუქი-ფაილები | Google Analytics-ის კონფიგურირება უნდა მოხდეს უარის თქმის სცენარზე, რომელსაც Google განსაზღვრავს |
_gat | Google Analytics-ის ქუქი-ფაილები | Google იყენებს მოთხოვნის მაჩვენებლის შესამცირებლად. |
ამ მიზეზით, ვებსაიტზე შესვლისთანავე ბანერი ამოხტება, რომელიც შეგატყობინებთ, რომ (i) ვებსაიტი იყენებს მესამე მხარის ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს და (ii) ბანერის დახურვით, საწყისი გვერდის გადატვირთვით ან ვებგვერდზე რომელიმე ელემენტზე დაჭერით, გარდა ბანერისა, თქვენ თანხმობას აძლევთ ამ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე. თუ თქვენ გასცემთ თანხმობას ქუქი-ფაილების აღნიშნული ფორმით დაყენებაზე, ჩვენ შევინახავთ თქვენს თანხმობას ტექნიკური ქუქი-ფაილების საშუალებით. ამით ჩვენ თავიდან აგარიდებთ ვებსაიტზე თქვენი შემდგომი ვიზიტის დროს ბანერის ჩვენებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ გააუქმებთ ამ ტექნიკური ქუქი-ფაილს თქვენი ბრაუზერიდან შემდეგი D, n.1 პარაგრაფით აღწერილი პროცესის საშუალებით, თქვენი თანხმობის ჩანაწერი დაიკარგება და შესაბამისად, ვებსაიტზე თქვენი შემდეგი ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილების ბანერი კვლავ გამოჩნდება.
ცხადია, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ნებისმიერ დროს დაბლოკოთ ანალიტიკური ქუქი-ფაილების შენახვა და ასეთ შემთხვევაში, ვებსაიტის მონახულების შესაძლებლობის ან მისი შინაარსის გამოყენებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. თუ გსურთ იცოდეთ როგორ უნდა გააკეთოთ აღნიშნული, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ შესაბამისი მესამე პირების კონფიდენციალურობის დებულებები, დააჭირეთ ზემოთ მოცემულ ფანჯარაზე მოცემულ ბმულებს.
დ. როგორ აკონტროლოთ და გამორთოთ ქუქი-ფაილები და როგორ განვაცხადოთ მათ გამოყენებაზე უარი
ქუქი-ფაილების მართვის, გამორთვის ან წაშლის სხვადასხვა გზა არსებობს:
(1) თქვენი ბრაუზერის პარამეტრების ცვლილება
მიყევით თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის პროვაიდერის მითითებებს იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ უნდა აკონტროლოთ, გამორთოთ ან წაშალოთ ზოგიერთი ან ყველა ქუქი-ფაილი/ტექნიკური და ანალიტიკური):
ფრთხილად გააკეთეთ არჩევანი. ყველა ქუქი-ფაილის უარყოფა, ტექნიკურის ჩათვლით, ვებ-გვერდზე გამონაკლისის გარეშე, გავლენას მოახდენს თქვენს აქტივობაზე, მათ შორის, გარკვეული ფუნქციების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, ბრაუზერში ყველა ქუქი-ფაილის დაბლოკვით შეიძლება ტექნიკური ქუქი-ფაილების წაშლა მოხდეს და შესაბამისად, ვებ-გვერდზე მითითებული პრეფერენციები შეიძლება წაიშალოს ან თქვენ შეიძლება შეგეზღუდოთ ვებსაიტის ყველა მახასიათებლის გამოყენება.
(2) გამოიყენეთ ჩვენი ან მესამე მხარის ინტერაქტიული საშუალებები
მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამორთვის მიზნით, გთხოვთ, წაიკითხოთ იმ შესაბამისი მესამე პირების კონფიდენციალურობის დებულებები, რომლებიც ქმნიან ანალიტიკური ქუქი-ფაილებს (იხ. ზემოთ პარაგრაფი გ), რომ გაიგოთ, თუ რა ხელსაწყოებია ხელმისაწვდომი ქუქი-ფაილების დამუშავების, გამორთვისა და წაშლისთვის და, ზოგადად, თუ როგორ უნდა განაცხადოთ უარი მათ გამოყენებაზე. გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამორთვით, (i) თქვენ უარს იტყვით მათ გამოყენებაზე არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ ყველა სხვა ვებსაიტზე, რომელზეც გამოიყენება ასეთი ქუქი-ფაილები და (ii) ვებსაიტზე წვდომისა და მისი მახასიათებლების გამოყენების შესაძლებლობა არანაირად არ დადგება საფრთხის ქვეშ. მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში, მთავარ გვერდზე ქუქი-ფაილების ბანერი კვლავ გამოჩნდება; ამ შემთხვევაში, თუ ბანერს დახურავთ ან გადახვალთ მთავარ გვერდზე ან დააჭერთ გვერდის სხვა ელემენტს ბანერის გარდა, თქვენ ვერ მიიღებთ მესამე მხარის ქუქი-ფაილს, რომელიც სათანადოდ იქნა ამოღებული.
ე. დამატებითი ინფორმაცია
როგორც ეს ნაჩვენებია ქუქი-ფაილების ამ პოლიტიკის შესავალში, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ ქუქი-ფაილების საშუალებით, რომელთა მართვაც ხდება ვებსაიტით (პირველი მხარის ქუქი-ფაილები და მესამე მხარის ანალიტიკური ქუქი-ფაილები).
ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც ამ მონაცემების მაკონტროლებელი, მოქმედი კანონის დებულებების შესაბამისად.
ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს ტექნიკური ქუქი-ფაილების საშუალებით თქვენი და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის მისაღწევად იმისთვის, რომ ვებსაიტი გამართულად მუშაობდეს და მისი ფუნქციონალებით უსაფრთხოდ ისარგებლოთ. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს ანალიტიკური ქუქი-ფაილების საშუალებით, ჩვენი კანონიერი ინტერესის მისაღწევად, საერთო სტატისტიკური მონაცემების მოპოვებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ვებსაიტთან.
ჩვენ თქვენს მონაცემებს მხოლოდ ელექტრონული საშუალებით დავამუშავებთ, ავტომატიზირებული წესით და ადამიანის ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები და პარტნიორები ვერასდროს მიიღებენ წვდომას თქვენი პერსონალური მონაცემების შინაარსზე, რომელიც ქუქი-ფაილების საშუალებით არის მიღებული. ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს და პარტნიორს, რომლებიც არიან მონაცემების დამუშავებისთვის დანიშნული პასუხისმგებელი პირები, შეუძლიათ შეასრულონ ტექნიკური სამუშაოები IT სისტემებზე, რომლებზეც განთავსებულია თქვენი მონაცემები, მათ რეალურ შინაარსზე წვდომის გარეშე.
პერსონალური მონაცემები შეიძლება ინახებოდეს სერვერებზე, რომლებსაც მართავენ ჩვენი IT სერვისების მომწოდებლები, ან მათზე წვდომა შესაძლებელია განახორციელონ იმ მომწოდებლებმა, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა დამმუშავებლები ჩვენი სახელით.
ჩვენი მომსახურების ზოგიერთი პროვაიდერი მდებარეობს საზღვარგარეთ ან თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას ანდობს ქვე-დამმუშავებლებს, რომლებიც ოპერირებენ ქვეყნის გარეთ. ამ მესამე ქვეყნებმა შეიძლება არ უზრუნველყონ სათანადო დაცვა.
ვ. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება განახორციელოთ ნებისმიერ დროს, უფასოდ და ფორმალობების გარეშე, შემდეგი უფლებები: პირადი მონაცემებზე წვდომის მოთხოვნის უფლება (ან უფლება მიიღოთ ჩვენგან დასტური, რომ თქვენთან დაკავშირებული მონაცემები მუშავდება და თუ ასეა, მოიპოვოთ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ან მათი ასლი) და შესწორება (ე.ი. თქვენთან დაკავშირებული არაზუსტი მონაცემების შესწორების ან არასრული მონაცემების შევსების უფლება) ან მათი წაშლა (რაც გულისხმობს თქვენთან დაკავშირებული მონაცემების წაშლის უფლებას) ან თქვენთან დაკავშირებით მონაცემების დამუშავების შეზღუდვა (იგულისხმება შენახული პირადი მონაცემების მარკირების უფლების მოპოვება მომავალში მათი დამუშავების შეზღუდვის მიზნით). თქვენ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს შეზღუდოთ, თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება.
თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ფოსტით (T. Sise ve Cam Fabrikaları A.Ş. რეგისტრირებული ოფისის მისამართი: İçmeler Mah. D-100 კარაიულუს ქუჩა. No: ტუზლა 44, სტამბოლი/თურქეთი) ან ელექტრონული ფოსტით dataprivacy@sisecam.com.
თუ ჩათვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არღვევს თქვენს უფლებებს, თქვენ გაქვთ უფლება შეიტანოთ საჩივარი ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანოში.
ბოლო განახლება: 2021 წლის აპრილი