Şişecam, internet sitesinde kullanıcılarına daha iyi bir hizmet sunmak için çerezler kullanmaktadır. Çerez Politikamız hakkında daha fazla bilgi için buraya tıklayın.
Şişecam uses cookies on its website to provide better services to its users. Please click here for more information on our Cookie Policy.
იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა მისმა მომხმარებლებმა უკეთესი გამოცილება მიიღონ მის ვებ-გვერდზე. დააჭირეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესახებ.
Şişecam использует файлы cookie, чтобы пользователи могли комфортно посещать наш сайт. Нажмите сюда , чтобы ознакомиться с Политикой в отношении файлов cookie.
სხვადასხვა მოცულობისა და ფერის მინის ტარის წარმოება საკვები პროდუქტების, წყლის, მინერალური წყლების,უალკოჰოლო სასმელების, ხილის წვენების, რძის, ლუდის, ღვინისა და სხვა მაღალალკოჰოლიანი სასმელების, ასევე ფარმეცევტული და კოსმეტიკური დარგებისათვის.
2.3 მილიონი ტონა წლიური საწარმოო სიმძლავრით, შიშეჯამის მინის ტარის ჯგუფი უმსხვილესია თურქეთში, მსოფლიოსა და ევროპაში კი მეოთხე ადგილს იკავებს. ჯგუფი წარმოებას ახორციელებს 10 ქარხნის მეშვეობით, რომელთაგან 3 მდებარეობს თურქერთში, 5 რუსეთში, 1 უკრაინაში და 1 საქართველოში.
თურქეთის საზღვრებს გარეთ პირველი ინვესტიცია განხორციელდა 1997 წელს საქართველოში, შესყიდული იქნა ს.ს. მინა. ამ ინვესტიციას, რუსეთის ბაზრის დინამიური სტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებლობების კაპიტალიზაციის მიზნით, მოჰყვა ინვესტიციები რუსეთში გოროხოვეცის, პოკროვსკის, უფას, კირიშისა და ყუბანის ქარხნების სახით 2002, 2004, 2005, 2008 და 2009 წლებში. საბოლოოდ, შიშეჯამის მინის ტარის ჯგუმა 2011 წელს შეიძინა უკრაინაში–მერეფაში მდებარე ქარხანა და საზღვარგარეთ არსებული საწარმოო სიმძლავრე გაზარდა წელიწადში 1.3 მილიონ ტონამდე.
მინა არის შესაფუთი მასალა, რომელიც ზრდის შიგ მოთავსებული პროდუქტის სანდოობას და აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად იმსახურებს „ჯანსაღი შეფუთვის“ წოდებას.
„მინისგან კვლავ მინა“ პროექტის ფარგლებში, 2011 წლიდან დღემდე, რეციკლირების თემაზე სწავლება ჩაუტარდა 200 ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს. უზრუნველყოფილ იქნა 570 ათას ტონაზე მეტი მინის ნარჩენის უკან დაბრუნება.